კითხვა ადრეული ასაკიდან შემიყვარდა. მივდგებოდი ხოლმე და ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში მომხვდებოდა. მერე საკუთარ ცხოვრებას ვადარებდი ამოკითხულ ნაწარმოებს, ხშირად ემთხვეოდა კიდეც გარკვეული ეპიზოდები, თუმცა, შეიძლება, ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი იყო...
...დღეს გული მწყდება, იმიტომ, რომ ბავშვობაში წაკითხული ნაწარმოებებიდან მხოლოდ პატარ-პატარა ამბებიღა მახსოვს, ბევრი პერსონაჟი მავიწყდება, მათი სახელები ხომ - საერთოდ.
მათთვის, ვისაც კითხვა უყვარს, პატარა საჩუქარი მაქვს. არსებობს სპეციალური ბლანკები, რომლებიც მკითხველებისთვის არის შექმნილი. თქვენ შეძლებთ, მოინიშნოთ ავტორი, წიგნის ძირითადი თემა, მოკლე შინაარსი, თქვენი აზრი, წაკითხვის პერიოდები. შეაფასოთ ნაწარმოები სპეციალურად რეიტინგისთვის განკუთვნილი ვარსკვლავებით და ა.შ.
ვფიქრობ, უკვე გამზადებული მსგავსი ბლანკები რომ მქონოდა ადრე, დღეს არ ვინანებდი ამ ბუნებრივ „გულმავიწყობას“.
გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს:
2 comments:
მე რვეული გავაკეთე, სადაც საინტერესო მომენტებს და კიდევ ბევრ რაღაცას ვიწერ ^_^
ჰო, ეგეც მაგარია <3
Post a Comment