• RSS

Thursday, July 17, 2014

„ისევ დაწყვიტეთ წყალი, შვილო?!“ - H2O vs GWP?!

საკონკურსო პოსტი
პერსონაჟები არ შეესაბამებიან 
რეალურობას


- ისევ დაწყვიტეთ წყალი, შვილო?! - აბაზანიდან მამაჩემის განწირული ხმა მესმის, - რაც GWP-ში დავიწყე მუშაობა, დედას აღარ იგინება „მათზე“, რატომღაც...

- მე რანაირად უნდა დამეწყვიტა, მამა, სახლში ვარ დღეს, არ მიწევს სამსახურში ყოფნა.

- ერთნაირები ხართ იქ ყველანი!

სულ მეღიმება ხოლმე ამ ფრაზაზე...
დაქალს ოთახში ვტოვებ ცოტა ხანს და სამზარეულოში გავდივარ...
ჩაი დუღს...
ვასხამ ორ ერთნაირ ფინჯანზე და ვბრუნდები.

- ისე, გოგო, ჩემთანაც ხშირად წყდება ხოლმე, ხო იცი, და რატოო? - მაგიდაზე ჩაის დადგმას არ მაცდის ნინი.

- უმიზეზოდ მართლა არ წყდება, ნინ, მერწმუნე, რა... იმდღეს ისეთი თქეში და წარღვნა მოვარდა, არ შეიძლება იმ წყლის ეგრე ხალხში გაშვება...

- და, აი, რას უშვრებით, მაგალითად?!

ისევ მეღიმება. რომ შემეძლოს, დავიდგამდი კამერას, ჩავწერდი ერთ სრულ ვიდეოს და ვატრიალებინებდი ტელევიზიებს საათში ერთხელ.

- წარმოიდგინე, ყველა ის პროცედურა რომ აგიღწერო, რაც საცავიდან შენს ონკანამდე მოსვლისას უტარდება, გათენდება...

- ამდენს რას უშვრებით, კიმარა?

- გოგო... მოკლედ, დიდი დანადგარებია, რომლითაც წყლის მაქსიმალური რაოდენობა იფილტრება, მერე კიდე იფილტრება, მერე უკვე ლაბორატორიაში ვამოწმებთ მის შემცველობას დღეში რამდენჯერმე 24 საათის განმავლობაში. სულ კონტროლშია, აი, სულ...

- აუ, და ის მართალია, რო თბილისის ზღვიდანაც უშვებთ ხოლმე წყალს?!

- კი, ხანდახან... ნუ, განსაკუთრებულად საჭირო სიტუაციაში.

- ფუუუჰ... - იჯღანება ნინი და ჭიქას დგამს.

- ჰო, ჯერ ჭუჭყიან ხალხს ვაჭყუმპალავებთ ხოლმე და მერე - ეგრევე ონკანში! - გვეცინება ორივეს დაჯღანული სახეებით, - დაცული ზონა გვაქვს თბილისის ზღვაზეც, აბსოლუტურად იზოლირებულია და იმას კიდევ უტარდება მთელი გაფილტვრები და ამბები...

- აუ, წამოგყვე ერთხელ, არ გინდა?

- .... მოიცა, იმდღეს გვყავდნენ ბლოგერები ტურზე და ფოტოებს ახლავეც განახებ, ბევრი იღებდა...



ტექნოლოგია, რომლითაც წყალი
იფილტრება ბუნებრივად


ლაბორატორიული საფინალო კვლევა,
სანამ წყალს ჩვენს ონკანებამდე გამოუშვებენ.
(მოწმდება ქლორის შემცველობა და ა.შ.)

დანადგარი, რომლითაც მეტალების რაოდენობა
იზომება წყალში
(პროცედურა ტარდება თვეში ერთხელ)

- რთული პროცესი რო იყო, ვიცოდი, მაგრამ ამდენი ჩალიჩი თუ სჭირდებოდა, რას ვიფიქრებდი... 

- ახლა გაჩვენებ წყალს, რომელსაც „ჩალიჩი“ არ სჭირდება... მიწისქვეშა წყლებია, თვითონვე ძალიან სუფთაა, ყოველგვარი ქლორირებისა და საგანგებო მიხედვის გარეშე შეიძლება დალიო... მაგრამ მაინც უტარდება გაფილტვრა. ნატახტარში გვაქვს ეს წყალი, ისეთი კამკამაა, ისეთი...



ესეც ჟინვალი. 

- ახლა უთხარი ხოლმე ყველას, როგორ წვალობს შენი დაქალი, - ვეუბნები ირონიაშერეული იუმორით...
- კარგი... მამაშენით დავიწყებ! 

6 comments:

Sophie שרה Golden said...

კარგია ასეთი ინფორმატიული პოსტი, ბუნებრივია, მაგრამ რაღაც "პლანი ბე" უნდა ჰქონდეს თბილისის უოთერსს, თუ როგორც დაირქვეს, რომ ადამიანი აბაზანაში რომ დგას გასაპნული, მაშინ არ დაუწყდეს უცებ წყალი (პირადი მაგალითი), წინასწარ გააფრთხილოს, განცხადება გამოაკრას და ა.შ.
სულ ავარიები და წარღვნები, მეეჭვება, ხდებოდეს. გასაგებია, შეიძლება გაზაფხულზე, წყლის ადიდებისას, ან სხვა რაღაც ტექნიკური გაუმართაობის გამო, უცებ მოხდეს, ბოლო-ბოლო საქართველოა და არა ევროპა, მაგრამ მაინც რაღაც ზომები უნდა მიიღონ.

ჩემი მეგობარი, მაგალითად, დოლიძეზე ცხოვრობს მეთორმეტე სართულზე თუ რაღაც და წყალი გრაფიკით მიეწოდებოდათ რამდენიმე წლის წინ, ახლა აღარ ვიცი, დილით 2-3 საათი და მერე საღამოს კიდევ. რა ჰქვია ახლა ამას? ჯორჯიენ უოთერს ჯანდაბს ორ უათ? :პ

Unknown said...

საინტერესპ პოსტია :) დაახლოებით ვიცოდი ეგ ყველაფერი, მაგრამ ამდენი წვრილმანი კი არა :) თუმცა კარგი იქნებოდა 24 საათიანი წყალ მიწოდება რომ გვქონდეს :)

Anonymous said...

მე მაინტერესებს ადრე თუ 24 საათიანი იყო როგორ ასწრებდნენ ერთი გაფილტვრას კანარ ჩიტო? -_-

Unknown said...

@სოფი, სწორედ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანას ემსახურება ეს პოსტი, რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს და ცოტათი მაინც „შეიჭყიტება“ რა ხდება დღეს თბილისის წყალმომარაგებაში, უკეთესი იქნება.
სიტუაცია მართლა კარგია, რაც მე ვნახე, ნამდვილად თავდაუზოგავად მუშაობენ... სხვათა შორის, ნელ-ნელა სწორდება ეგ ამბავი. მე ვარკეთილში ვცხოვრობ და უკვე 24 საათი მაქვს წყალი. შარშანწინ მეც გრაფიკით ვიყავი, ზუსტად მასე...
რაც შეეხება წინასწარ გაფრთხილებას, უკვე ეგეც აღმოფხვრილია შეძლებისდაგვარად. ფეისბუქის გვერდზე წინასწარ ქვეყნდება ხოლმე ინფორმაცია, როდის სად არის მოსალოდნელი წყლის დაწყვეტა.

@ხატია და კიდე ვიღაც :დდ
გაფილტვრას ყოველთვის ასწრებდნენ, წყლის დამუშავების პროცედურები გათვალისწინებული ყოველთვის იყო და ახლაც არის.
ამ ეტაპზე რაც აფერხებს წყლის მიწოდებას, ეს არის მოძველებული და ამორტიზებული წყალსადენები.
სწორედ მათი მოწესრიგება, რეაბილიტაცია და დაზიანებული კერების აღდგენა იწვევს წყალმომარაგების შეფერხებას.
ტექნიკური სამუშაოების წარმოებისთვის იკეტება წყალი გარკვეული პერიოდით.

Anonymous said...

ჩემთან არასოდეს წყდება წყალი.
აი ასე. არასოდეს :D

Sophie שרה Golden said...

Daifice sad cxovrob? :-P