• RSS

Friday, May 21, 2010

გოგონა, რომელსაც არარსებული ვამპირი შეუყვარდა...

  
  მგონი, გავგიჟდი! ჭკუიდან შევიშალე! ეს ყველაფერი კი ერთი ამერიკელი მწერლის დამსახურებაა! რა ვქნა, გოგოების იმ რიცხვს მივეკუთვნები, რომლებსაც "ტკბილ-ტკბილი" რომანები და მელოდრამები უყვართ, მერე კი უაზროდ იცრემლებიან...


   დაბადების დღეზე ჩემმა დაქალმა ტყუპებმა სტეფანი მეიერის "ბინდი" მაჩუქეს, ბაკურ სულაკაურის გამოცემის. გამიხარდა, ფილმი ნანახი მქონდა და მომწონდა კიდეც, წიგნსაც წავიკითხავ - მეთქი, ვიფიქრე. მეგონა, ესეც ჰარი პოტერივით წიგნებისა და ფილმების ჩვეულებრივი (ეს სიტყვა არ ამცირებს ჰარი პოტერს) სერიათა კრებული იყო. შევცდი!  ორი დღე, ალბათ, ბევრია ამ წიგნის წასაკითხად, იმდენად სწრაფად იკითხება, მაგრამ + გაკვეთილები, კიდევ სხვა რამე-რუმეები და დრო გამეწელა... ან შეიძება, შეგნებულად გავწელე, იმდენ სიამოვნებას მგვრიდა...


    გული მწყდებოდა ფილმი რომ მქონდა ნანახი, მსახიობების სახეები მატყვევებდა და არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ თვითონ წარმომედგინა ედვარდის მომაჯადოვებელი სახე, მისი ცივი სხეული კი რობერტ პეტისონის პუდრით გათხუპნილ კანზე ბევრად მეტი იყო თითქოს...

     მე ის შემიყვარდა...! 

     სწორედ ამიტომ ვამბობდი, გავგიჟდი - მეთქი. 

     შეიძება, ფიქრობთ, რაებს მეტიჩრობსო, მაგრამ ნამდვილად არ ვმეტიჩრობ! 

  ძალიან მომინდა მისი გაცნობა, ოღონდ არა რობერტ პეტისონის, არამედ ედვარდ კალენის!!! 

   წუხელ ეს რომ ჩემს დაქალს განვუცხადე, ლამის ტელეფონში გამოძვრა, შენ ხომ არ გარეკეო?! მერე ერთად ვიცინოდით, ბიჭი რომ შეგიყვარდება, რა საოცარი გრძნობაა!  ვამპირი რომ შეგიყვარდება - რა უჩვეულოა და არარსებული ვამპირი რომ შეგიყვარდება, ნეტა რა უნდა იგრძნოო?! :)  


      ნეტა ხატვა შემეძლოს... დავხატავდი და ჩემი თვალით დანახულ ედვარდს გაჩვენებდით...    მაგრამ, სამწუხაროდ, არ შემიძლია... :(

      ისე, პეტისონსაც არა უშავს, შეეფერება ამ როლს, რაღაცით ჩემს ედვარდსაც ჰგავს... :)  


   ამ წიგნამდე ჩემს გულს მისტერ როჩესტერი ეპატრონებოდა, ახლა კი მე-19 საუკუნის ვამპირს გადაულოცა, რომელსაც 17 წლის ბიჭის გარეგნობა აქვს... 

    მოკლედ, სტეფანი მეიერის "ხაფანგში" გავები, თანაც იმდენად რომ ეს ჩემს ბლოგსაც კი დაეტყო:  





    P.S. ეს ადრეც შემიმჩნევია, მაგრამ ასე არასდროს გამიმახვილებია ყურადღება. ზოგი წიგნს როცა კითხულობს, სტრიქონებს თვალს ადევნებს და აზრი გამოაქვს... მე ეს, თურმე, მიჭირს. ყოველი სიტყვა გულდასმით უნდა ამოვიკითხო, რომ უკეთ გავიგო, მაგრამ ამას დადებითი მხარეც აქვს, მერე ეს სიტყვები გონებაში მკაფიოდ მებეჭდება! :)  



17 comments:

clown said...

არასდროს მომდომებია წაკითხვა :შ

მაგრამ კარგია ასეთი ნასიამოვნები რომ ხარ ^_^


მე ჰარი პოტერს რომ ვკითხულობდი მაშინ მქონდა გაჭედვები, ზოგადად ყველა პერსონაჟზე,მხოლოდ გრძელკუდას ვერ ვიტან, ვერც წიგში და ვერც ფილმში :შ საზიზღარია :უსერ:

KOBA said...

ვამპირი გევასა, გოგონი? :-)
შეეშვი მაგას.. ეგ კოლგეითით არ იხეხავს კბილებს და კარიესი აქვს..

:-) გიკბენს იცოდე. :-)

Nanako Ust said...

წავიკითხავ მალე, იმედია, მეც ასე არ გადავირევი... :D :D :D

ისე, ვიცოდი, რომ წიგნების კითხვა ძალიან გიყვარდა, მაგრამ ასე თუ გადაირეოდი არ მეგონა.. :X :X :X

:S

Tatia said...

ai hari poters ver wavikitxaav, ertxel pirvel nawils vuyure da mivxvdi, rom chemi ar aris eg wigniii... pantastikebi ar miyvars, ver vkitxulob : ((

AniUush... said...

salo me mesmis Sheni :D
me egre hari poteri miyvarda :X (inlove)

CinnamonGirl said...

ბინდი ჩემი ტკივილია...

და ჩემი სირცხვილიც - განათლებას, ნაკითხობას და ასაკს ჩემსას უკვე ყველა შემთხვევაში უნდა გამოერიცხა ამ წიგნით გატაცება, მაგრამ...

მეც შენსავით შეყვარებული ვარ ამ ნაწარმოებზე... ოთხივე წიგნი მაქვს, ინგლისურად, ჯერ კიდევ ჰოლანდიაში ცხოვრებისას ვიყიდე, ფილმსაც პირველად იქ ვუყურე, პირველსაც და მეორესაც და ახლა მესამესაც იქ ვნახავ, საზაფხულოდ რომ ჩავალ...

<3

kanario said...

წიგნმა ასაკი არ იცის! შეიძლება, 80 წლის იყო და მაინც შეგიყვარდეს ედვარდი! ;-) ასე რომ, თამამად თქვი, რომ ძალიან მოგწონს! :) წარმატებები! :*

Kate_Alukard said...

უჰ როგორ მესმის შენი მიუხედავად იმისა რომ ასაკი არ მიწყობს ხელს :D უკვე 21 წლის ვარ მაინც მთელი ცხოვრებაა და ახლაც სულ არარსებული ბიჭები მიყვარდება :D

Мрачный Романтик said...

ნუ, ერთი შეხედვით სასაცილო სიტუაციაა, მეორე მხრივ კი, თავისებური ახსნაც შეიძლება ჰქონდეს: რეალურად არსებულ ადამიანებს იმდენი ნაკლი აქვთ და იმდენი უსიამოვნება მოაქვთ, რომ ხანდახან სჯობს, რეალობის სიმახინჯეს გაექცე და რამე ლამაზი ოცნებით დატკბე :)

Anonymous said...

მეც წავიკითხე ბინდი, და ძალიან მომეწონა, ვაპირებ მე4 და მე5 ნაწილი წავიკითხო.მეც შენს დგეში ვარ, მიჭირს ამის აღიარება მაგრამ რა ვქნა, მეც შენსავით არარსებულ მაქციაზე ვარ შეყვარებული, ეს ერთი მხრივ სასაცილოა,მგონი გავგიჟდი,ჭკუიდან შევიშალე ეს კი ერთი ამერიკელი მწერლის დამსახურებაა რომელმაც შემაყვარა რომანები მას მერე სულ რომანებს ვკითხულობ.გთხოვ გამომეხმაურე მსიამოვნებს ჩემს დგეში მყოფი გოგონების გაცნობა,ალბათ ასეთი ბევრი იქნება.

zura said...

კაი წიგნია ოთხივე ტომი წაკითხული მაქვს...მე ბელა მომწონს ...ელისიც..
მე ფილმის პერსონაჟებით აღვიქვი სტეფან მეიერის 'ბინდი' ასეც მერჩივნა..."ბელა და ელისი" კანონი უნდა დავარღვიო, ან ავირჩიო..

Unknown said...

როგორ მსიამოვნებს, გამოხმაურებები ისევ რომ აქვს ამ პოსტს : ))

ანონიმუს, აუცილებლად წაიკითხე შემდეგი ნაწილები, იმიტომ, რომ უფრო ჩაგითრევს და უფრო მოგეწონება!

ზურა, სასიამოვნოა ამის მოსმენა, ბელა და ელისი მართლა სხვადასხვა ტიპაჟის გოგონები არიან, ერთს ის აქვს, რაც მეორეს არ აქვს და პირიქით... თუმცა, ბოლო ნაწილში ბელაც იძენს სხვა დანარჩენ საინტერესო თვისებას <3

nini said...

zalian kargia rom gamomexmaure mec msiamovnebs chemnairi gogonebis gacnoba,aucileblad cavikitxav me4sac da me5tesac.ise tqves ro me6ses igebeno bavshvis istorias da martalia?

Unknown said...

ეგ ზუსტად არ ვიცი, ნინი, მხოლოდ ის ვიცი, რომ მეხუთე დაუმთავრებელი წიგნი არსებობს ))

nini said...

zan kargi iqneba tu me6sesac gaushveben

დეპრესიული ვამპირი said...

მეც ჯერ ფილმებს ვუყურე და არ მომეწონა... მიუხედავად ამისა, რატომღაც მაინც ვიყიდე ჯერჯერობით მხოლოდ 3 წიგნი... მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკური ფილმები და წიგნები მომწონს, ეს ჩემთვის ძალიან მსუბუქია... ვფიქრობდი, მეორედ აღარ გადავიკითხავ მეთქი ამ წიგნებს, თუცა მაინც ვკითხულობ. მეორე ნაწილში (ახალი მთვარე) ისე კარგადაა გადმოცემული ბელას განცდები, რომ რამდენიმე ადგილის წაკითხვისას ცრემლიც კი მომადგა. :) თუმცა სხვამხრივ, ამ წიგნს განსააკუთრებული გრძნობები არ აღუძრავს ჩემში, თუმცა ანტიპათია გამიქრა და ოდნავ სიმპათიითაც კი განვეწყვე ამ წიგნის მიმართ.
რაც შეეხება არარსებული პიროვნების შეყვარებას, არა მგონია სიგიჟე იყოს... სიგიჟე მაშინ იქნებოდა, არარსებულის არსებობა რომ დაეჯერებინა ვინმეს. :) უბრალოდ, ზედმეტად რომანტიკოს და მეოცნებე ადამიანებს ხშირად ვერ უგებენ...
მეც მსგავს სიტუაციაში ვარ. :D ოღონდ მე ერთი ფილმის (ბინდის არა) პერსონაჟს (და არა მსახიობს) გავუმიჯნურდი. :D

Unknown said...

დეპრესიულო, გამიხარდა შენი კომენტარი :))
ძალიან საინტერესოა ამ, ჩვენსავე შექმნილ სამყაროში ცხოვრება, იმისდა მიუხედავად, რომ რამდენიმე ადამიანი დაჟინებით მთხოვს, „გავიზარდო“ :))) (დანარჩენები შეეგუვნენ, რომ 80 წლისაც ასეთი ვიქნები).