• RSS

Thursday, June 21, 2012

ყველაფერი ნაუცბათევად


   ოთხშაბათი საღამოა, მშვიდი, ნაწვიმი და გრილი საღამო, რაც იშვიათია ხოლმე ამ ბოლო დროს... ნანაკო წინ მიზის და რაღაც ფილმს უყურებს, მამა ინტერნეტშია, სავარაუდოდ. დედა ქეთოს ელაპარაკება ტელეფონზე... ვიღაც მოსწავლეზე მსჯელობენ.

   სტრესული ცხოვრება მაქვს ბოლო პერიოდში, ძალიან დაძაბული და სტრესული, რასაც, უმეტესწილად, სწავლა განაპირობებს... ეს ფანჯარაც სრულიად მოულოდნელად მაქვს გახსნილი. წამით რომ გაგიელვებს თავში, მოდი, დავწერ და სპეციალურად არ უკვირდები, რას ამბობ, რომ აღარ გადაიფიქრო... 

   აქტიური სტუდენტური ცხოვრებით ვცხობრობ: კორპუსიდან კორპუსში სირბილი ჭავჭავაძეზე, ნაუცბათევი ჭამა, ბიბლიოთეკაში გატარებული საათები, ქსეროქსებით გატენილი ჩანთა და ბევრი ჩაი, ბეეეევრი! (თუმცა გამოცდების პერიოდი ახლოვდება და ჩაი ყავით იცვლება ხოლმე, როგორც წესი... ალბათ, ტრადიციას მივყვები წელსაც).
პირველ კურსს ვხურავ, სავარაუდოდ, წარმატებით, თუმცა I სემესტრი გაცილებით სასიამოვნო იყო ყველანაირად, ქულების მხრივაც და ლექტორების მხრივაც... არის რამდენიმე მათგანი, რომლებსაც ვერ "დავუმუღამე", მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი წელია შევყურებ...

   ამ ბოლო დროს გამუდმებით ვწუწუნებ იმაზე, რომ ქართველებს მეილის გამოყენების კულტურა ჯერ ვერ ჩამოუყალიბდათ... მინდა, რომ გარკვეული წვლილი შევიტანო, თუმცა, ამ შემთხვევაში, ერთი მე რას გავხდები?!  შეიძლება, პოსტი მივუძღვნა ამ საკითხს მცირე მასტერკლასით, რომელიც გარკვეულ კითხვებზე უპასუხებს დაინტერესებულ საზოგადოებას! ამას აუცილებლად გავაკეთებ! პირადად მე, ჩვევად მექცა დილა-საღამოს შემოწმება, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანს წინასწარ არაფერს ველი ხოლმე.  თან, როცა დღეს იძლევა ტექნოლოგიები საშუალებას, გქონდეს ვიზუალურად კარგად გაფორმებული მეილი, რატომ არ უნდა გსიამოვნებდეს იქ შეხედვა? ... თუმცა, ამ თემას დავუბრუნდები, ვიმედოვნებ - მალე!


   ეს საკითხი მას შემდეგ გახდა გაცილებით საყურადღებო ჩემთვის, რაც რამდენიმე დღის წინ ტრენინგს დავესწარი, პროექტის დაგეგმვასა და ადმინისტრირებას უნდა დავუფლებოდით. იქ კი გამოითქვა აზრი, რომ მეილი დღეს ცუდად მუშაობს იმისათვის, რომ პარტნიორს, რომელიც არის ამავე დროს შენი მეგობარი, შეატყობინო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ელ.ფოსტის საშუალებით და უკეთესი იქნება, ეს გააკეთო მობილურის მეშვეობით. არ მიმაჩნია ეს მართებულად, რატომღაც :/ 

    მოკლედ, სხვა ყველაფერი ნორმალურადაა ჩემკენ, თუ ამას ნორმალური ჰქვია... სიზმარშიც რეფერატები და პრეზენტაციები, სლაიდ-შოუები მელანდება! ისე, კვირაში ორჯერ ერთი საყვარელი გოგო დადის ჩემთან, ქართულის მეცადინეობაში ვეხმარები. ამ სფეროში გამოცდილება არ მქონია, თუმცა მსიამოვნებს ხოლმე, როცა იმ თემაზე ვლაპარაკობ, რომელიც ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია ჩემთვის...  მომავალ წელს უფრო გააზრებულად მივუდგები ამ ყველაფერს, თანაც მე-11-ში გადადის და პასუხისმგებლობა იზრდება ჩემთვისაც... ახლა უფრო ზოგადად ვმუშაობთ და საფუძველს ვქმნით იმისთვის, რომ ეროვნული გამოცდები რა სახისაც უნდა იყოს, მაინც გავუმკლავდეთ... თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავუგე ამ განათლების სამინისტროს! :|

   ესეც ასე... 12 ხდება უკვე, 2 ღამის უძილო თავს ვაძლევ უფლებას, ჩავეხუტო ბალიშს... როგორ შევეჩვიე ზოოპარკს, "ნავი" როგორ გახდა ჩემი ნარკოტიკი და რა სასტიკი ზაფხული მელის წელს, ამაზე მერე მოგიყვებით... : )


     ტკბილი სიზმრები, გაიზ! <3 

3 comments:

marimga said...

ჩემი სალო <3
როგორი ცუდი ხარ! როგორი!
მომენატრა შენი ტკბილი და თბილი პოსტები <3
პოსტს მეილზე ველი ,დიდი მოლოდინით ველი!
აბა,შენ იცი .წარმატებები :*
პ.ს მოენატრე ჩემს ბლოგს ძალიან ! ნუ დამივიწყე :*

Anonymous said...

აი, იცი, როგორი პოსტი იყო? ყველაფერი თავის ადგილას რომაა და პოსტს რომ არაფერი არ აკლია, აი, ეგეთი :))
კარგი ხარ !!!

Kate said...

ვაიმე რა პატარა ყოფილხარ. წარმატებებს გისურვებ გამოცდებში.

მეილებთან დაკავშირებით გეთანხმები. სულ ვნახულობ. დღის განმავლობაში სულ გახსნილი მაქვს.