• RSS

Tuesday, July 24, 2012

summer job -2 დღე


ორშაბათს დილით საბავშვო ბაღში გამოვცხადდი, (ვისაც წინა პოსტი არ წაუკითხავს, ვეტყვი, რომ აქ დავიწყე მუშაობა ერთი თვით). არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, დირექტორს უნდა შევხვედროდი... არც ის ვიცოდი, მარტო ვიქნებოდი, თუ ვინმესთან ერთად... საბედნიეროდ, სამი ძალიან საყვარელი გოგო "მერგო" კოლეგად და მათ გარეშე უკვე იქაურობა ვერ წარმომიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ 2 დღეა, რაც ერთად ვართ...



ნინო მისვლისთანავე გავიცანი, შესასვლელში იჯდა, ისიც ელოდებოდა... ფსიქოლოგი აღმოჩნდა, მე-3 კურსელი, ადვილად დავუახლოვდი... ორი კომუნიკაბელური ერთად რომ შევიყარეთ, სხვანაირად არც გამოდიოდა :) ლოდინისას რაზე აღარ ვილაპარაკეთ, "მეამბოხე სულებით" დაწყებული, ფრანგული გინების განხილვით დამთავრებული (დანარჩენს თქვენს წარმოსახვას მივანდობ :)) )



მერე დირექტორის მოადგილემ გვითხრა, აქ რომ არ მოიწყინოთ, წამომყევითო... სხვა ოთახში გაგვიყვანა, იქაც ორი გოგო იცდიდა... ნინი იურიდიულზე სწავლობს, თურმე... მეოთხე კურსზე გადავიდა, პატარა, მოცუცქნული თვალები აქვს, როცა იცინის.. უსაყვარლესია... ნესტანი ხელოვნებათმცოდნეა, ეტყობა პიროვნულადაც,  სხვანაირად თავისუფალია და საერთოდ, უხდება ადამიანს განსხვავებულობა <3 (სურათებით თვითონვე მიხვდებით, რომელი რომელია :) ))) 

 

არც ისე იოლად ყოფილა საქმე, როგორც წარმომედგინა... მორიგე ბაღში აღმოვჩნდით, სადაც ივლისის ბოლომდე ბავშვები ისევ დადიან და ჩვენც მათ აღმზრდელებთან ერთად მოგვიწევს მუშაობა ეს პერიოდი. გუშინ მე და ნინო ცოტა დიდებში მოვხვდით (4-5 წლის ბავშვებში - დიდები უცნაურად ჟღერს, ჰო?:)) ) დღეს 2 წლისებთან შემიშვეს, ჯაჯღანებდნენ, ჭიჭყინებდნენ, თავიანთ ჭკუაზე დადიოდნენ, შიგადაშიგ ახსენდებოდათ, რომ უფროსებიც ვიყავით იქ და აქა-იქ გვიჯერებდნენ კიდეც მაქსიმუმ 10 წუთით... :/ 

გუშინ 3 ბავშვს ვაჭამე ჩუქუ-ჩუქუ მატარებლობანათი, სხვებმა რომ დამინახეს, როგორ ვართობდი, ვინც მჭამელი ყოფილა იქამდე, ისინიც დასხდნენ, გვაჭამეო... თურმე, არ ჰყავთ ეგრე დაჩვეული, მე რა ვიცოდი... მერე რბილ ლეიბებზე გაგორდნენ და "დაიძინესსავით", ცოტა თავმაც დაისვენა... 

თავის ამბებს მიყვებიან...
დღეს კატარსტოფა იყო, დიდი ენთუზიაზმით შევედი, კუბებით "ცათამბჯენები" ავაშენებინე ბიჭებს, გარაჟი გავაკეთეთ მერე და "პიპიების" უფროსად დავნიშნე ერთი... გოგოებს პლასტმასის ჯამ-ჭურჭელი გადმოვალაგებინე, ყავა ამიდუღეს, მერე დარეცხეს, ერთმანეთს არ აცდიდნენ... ჭამის მომენტი ყველაზე ცუდია პატარებთან, სკამზე ნორმალურად არ სხდებიან, მერე არ ჭამენ, ზედ ითხუპნიან, მერე იმ ხელებს თმებზე ისვამენ და თვალები შუბლზე აღარ მეტეოდა, უფრო ზევით გამექცა... იმასაც კი ვფიქრობდი, პირდაპირ დიდი ბავშვი ხომ არ ვიშვილო მომავალში-მეთქი.. :/ 
მერე გარეთ გავიყვანეთ შუალედში, იქაც ზოგმა ფეხი გაიკაწრა, ზოგმა აიწონა-დაიწონას გამო იჩხუბა, ზოგი წყნარად იჯდა და ყველაფერს გვიჯერებდა...

მეც კარგად გავერთე აიწონა-დაიწონაზე :))))
ტყუპი წყვილი <3

ბიჭებმა მაჩუქეს ჯენტლმენობის ნიშნად :) 

ხვალ გამოცდის გამო დავეთხოვე ბაღიდან, მაგრამ სტრესის თვალსაზრისით შეღავათი არ მექნება, რა თქმა უნდა, მაღლივში აჩერჩეტებას და იმ საშინელი კაცისთვის გამოცდის დაწერას ეხუმრებით?! :/

მოკლედ... ესეც ასე... ჩემი ორი დღის ნაშრომი... საინტერესოა, კი, არ ვჩივი, უბრალოდ დამღლელია ძალიან! ალბათ, ყველა სამსახური ასეთია, მომავალში გეტყვით ამაზე პასუხს... მანამდე კი დღევანდელი დღით გადაღლილ ჩემს სიფათს დაგიტოვებთ საყურებლად ... : )) 


5 comments:

Anonymous said...

მეც მინდა მუშაობა : | (წარმატებებიიი გამოცდასა და სამუშაოში)

Kate said...

რა სახალისო სამსახური შეგხვდა.
ძალიან კარგია და ხალისიანი.
მანდ მართლა არ მოიწყენ.

Anonymous said...

მომენატრა "სამერჯობი" :\

Anonymous said...

:):):).... dzalian gansakutrebuli adamiani xar salo. da es cxovrebashi agifasdeba. (CHOKI)

Unknown said...

madloba.