• RSS

Sunday, January 27, 2013

სიახლეები ბლოგზე!



ხანდახან სინდისი მქენჯნის ხოლმე ამ ყველაფერზე, რაც აქ ხდება. 
მაქვს ბლოგი, იდეალური საშუალება იმისთვის, რომ მხოლოდ საკუთარ ემოციებზე არ ვწერო და ხალხისთვის სასარგებლო საქმეც ვაკეთო, ზოგჯერ მაინც...

მეთვითონვე ვარ ჩემი თავის რედაქტორიც, კორექტორიც, ფოტო-კორესპონდენტიც, ჟურნალისტიც... ბოლო დროს მომინდა, რომ ეს შანსი საინტერესოდ გამოვიყენო. ვიყო კერძო რეპორტიორი, რომელიც თვითონვე მეყოლება "დაქირავებული" ბლოგისთვის : )) (მიყვარდა სკეტჩები ვაკაჭის მონაწილეობით).

ვიცხოვრო არამარტო ჩემი ცხოვრებით ამ ბლოგზე, არამედ სპექტრი გავუზარდო და სხვების ცხოვრებაზეც მოგიყვეთ პერიოდულად. ეს აზრი მას შემდეგ დამებადა, რაც "ახალ ხმას" ვუყურე... 

ჩემს შთაბეჭდილებებზე აუცილებლად დავწერ და ერთ საყვარელ მომღერალსაც გაიცნობთ სულ  მალე ჩემი ბლოგიდან.

ადევნეთ კანარიოს დღიურს აქტიურად თვალი, 
მე განსხვავებული სიახლეებითაც გაგიმასპინძლდებით უკვე. :) 

4 comments:

marimga said...

როგორ მიყვარხარ! <3

Unknown said...

შენ მე მკითხე?! :*

tako said...

uuh ra kargi ideaa <3
Shemomiare xolme mecc

Unknown said...

გესტუმრები : )