• RSS

Sunday, January 13, 2013

ძველით ახალი წელი


ყოველთვის მეგონა, რომ 14 იანვარი მოხუცების ახალი წელი იყო, ალბათ, ძველი რადგან ერქვა, მაგიტომ...
ეს დღეც დიდად არ განსხვავდება 1-ლი იანვრისაგან, ახლაც ისვრიან მაშხალებს გარეთ, მე ისე ჩემს საყვარელ ლეპტოპთან ვზივარ და ბლოგზე ვპოსტავ...

ვერ ვიტყვი, რომ შემისისხლხორცდა ყოველდღე "new post" ღილაკისთვის კურსორის დაჭერა, მაგრამ არცდერთი დღე არ ჩამიგდია და ეს მსიამოვნებს... ალბათ, ერთ-ორ თვეში, საღამო ჟამს მუდმივარ ვიჯდები აქ და ჩემი პაწაწინა, ნარნარა თითები, ტკაცუნა კლავიატურაზე ირბენენ :ნარცის:   ))

ახლაც ვზივარ ასე და ბიძაჩემს ველოდებით მეკვლედ, როგორც 2012 წლის მიწურულს... ხვალ დილით ნანაკოს უნდა გავყვე ქართულის ოლიმპიადაზე, მერე თათიას ვნახავ, სახლში რომ მოვალ, მივუჯდები "რუსთველოლოგიის" კონსპექტებს და რვეულში გადმოწერას დავიწყებ... რატომღაც, დღეს მეგონა, რომ ამაღამ დავჯდები და ამოვწერ-მეთქი, აღარ გამხსენებია ძველით ახალი წელი...

მგონი, ადამიანს ვემსგავსები ძილის თვალსაზრისით. 4 საათამდე ვეღარ ვფხიზლობ, გუშინაც 11-ზე დავიძინე საღამოს და წარმოუდგენელი იყო ჩემთვის... მაგრამ ვგრძნობ, რომ თსუ-ს საგამოცდო ცენტრი ენერგოვამპირია.

ამ დღეებში ნარკომანიაზე უნდა დავწერო პოსტი... 26 იანვრამდე ესე მაქვს თავისუფლების თემატიკაზე დასაწერი... ხელნაწერთა ცენტრშიც დასაბარებელი ვარ. ჩემი მოსწავლეც ეგრე მყავს მიგდებული... რამდენი საქმე მაქვს, წარმოდგენაც აღარ მინდა :/

რაღაც მაინც და მაინც არ მწამს ამ ძველით ახალი წლის, მაგრამ მაინც გილოცავთ...
მგონი, მართლა მოხუცებისაა.



პ.ს. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი "ბიჩ" მომრავლდა დედამიწაზე. :|

3 comments:

Toma said...

mec gilocav Ö=
mogviyevi momravlebul bitchebze aba.

Unknown said...

:*
tomik :*
mogiyvebit, mogiyvebit... amoxetqavs ert dghesac ))

Sophie שרה Golden said...

რა კარგია ყოველდღე რომ პოსტავ, დრო რომ გავა, წაიკითხავ და რამდენ რამეს აღმოაჩენ საკუთარ თავში.

ეგენი ყოველთის იყვნენ, მაგრამ ზოგჯერ იციან გააქტიურება და უნდა მისვა თავის ადგილზე! :დ