• RSS

Monday, January 21, 2013

მე და Facebook-Game-ები


თამამად ვიტყვი, რომ საკმაოდ სოციალური ადამიანი ვარ, როგორც ვირტუალურად, ისე რეალურ სამყაროში... Facebook-იც ჩემი ერთ-ერთი დროის გასაყვანი და ინფორმაციის დიდი წყაროა.
გარდა ამისა, ჩემს გართობასაც მშვენივრად ახერხებს და მოთხოვნებს მიკმაყოფილებს ამ კუთხით. 

რომ ვთქვა, რომ ძალიან აზარტული ვარ, არა... შემიძლია, საკუთარი თავი მოვთოკო და ვუთხრა - აღარ! მაგრამ სიყვარულით ნამდვილად მიყვარს სხვადასხვა ტიპის თამაშები.

ადრე Pet Society-ს აქტიური მოთამაშე ვიყავი და ამაზე პოსტიც კი დავწერე, მაგრამ ეს დაახლოებით 4 წლის წინ იყო (ვაიმე, ნუთუ ამდენი დრო გავიდა უკვე?!)... მას შემდეგ პაუზა მქონდა ამ კუთხით, სხვა დანიშნულებას ვუძებნიდი ამ სოციალურ ქსელს, მაგრამ წელს ისევ ამომიტივტივდა ეს სურვილები, საიტზეც ახალი და საინტერესო თამაშები დაუმატებიათ და მეც შევყევი...
მამაჩემი ამბობს, ეგ თამაშები უსაქმურების საქმეაო :)) "ფერმით" და მსგავსი Game-ებით რომ ერთობა, მათ ნამდვილად არ მივეკუთვნები... არიქა, მოსავალი ავიღო და 7-ის 29 წუთზე შემდეგ "ლეველზე" უნდა გადამიყვანოს, არ გამომრჩეს-მეთქი, ეგრეც არ ვარ :) 

ჩემთვის წყნარად ვთამაშობ ხოლმე თავისუფალ დროს... 

რამდენიმე საყვარელი თამაში მაქვს შერჩეული:

1. ერთ-ერთია Farkle Pro


საკმაოდ აზარტულია, კამათლებს აგორებ ამ პატარა ჭიქით და რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოაგროვო მოწინააღმდეგესთან შედარებით. დიდი ხანია ჩემი თამაშების თავშია მოქცეული... ამაზე ჩემი "სტატუსიც" მეტყველებს. ჯერ უბრალო მოთამაშე ვიყავი, მერე ვერცხლის VIP, ახლა ოქროს VIP მომანიჭეს და ხელახლა დავიწყე ჩიპების შეგროვება :)) 

2. მეორე თამაში, რომელსაც ხშირად ვსტუმრობ Buggle Community-ა.


აქ ერთი დათუნიაა, რომელიც ცდილობს, რომ ბურთები ფერების მიხედვით ისე დაამთხვიოს, ჩამოყაროს და თაფლიან სკივრებში ჩაუძახოს... რაც მეტს ჩამოყრის, მარჯვენა გვერდზე მილი თაფლით აივსება და თუ ვარსკვლავებს გადასცდა, მაშინ მოგებულად ჩაგეთვლება ტური, თუ ვერა და ეს ბუთქუნა დათუნია გიგანტური ცრემლებით იწყებს ტირილს :))) დახმარებებიც გაქვს და მეგობრებისგან შეგიძლია ოქროებიც წამოკრიფო, რომ მერე ამ დახმარებების ყიდვა გაგიადვილდეს... მოკლედ, კარგი რამეა, თან გონების სავარჯიშო.

3. Sudoku გონების არანაკლები სავარჯიშოა.


სანამ Facebook-ზე აღმოვაჩენდი, მანამდე საგაზეთო ჯიხურები მქონდა აკლებული... ჩანთის ყველა ჯიბეში სუდოკუ იდო და პარალელურად ტელეფონში მქონდა აპლიკაცია... ამ თამაშის თავდაგაკლული გულშემატკივარი ვარ და ძალიან დიდ ადრენალინს ვგრძნობ, როდესაც ვავსებ... რაც ფოტოზე ჩანს, ეგ ყველაზე მარტივი ტურია, დიიდი დაფა და ბევრი ციფრი რომ ჩნდება, სულ სხვა "მუღამი" გიჩნდება თამაშისას.

4. Candy Crush - ამის თამაში ჩემი დაქალის გამო დავიწყე : )) 


კარგი გასართობია, მაგრამ არც ისე ხშირი სტუმარი ვარ... თუ Farkle-ში ფული გამომელია ან Buggle-ში სიცოცხლეების რაოდენობა ამომეწურა, მხოლოდ მაშინ ვთამაშობ ხოლმე. 


მოკლედ ასე... ეს ვარ მე და ჩემი ძვირფასი თამაშები.. :) მათი რიცხვი თუ გაიზარდა ან რომელიმე წარმატებით დავხურე, აუცილებლად დავწერ ამაზე. :))) 


0 comments: