• RSS

Friday, February 22, 2013

ალი ისაევ-ავარსკი



ეს სახელი და გვარი აქამდე არასდროს მსმენია, ალბათ, არც თქვენ, მაგრამ უნდა გვცოდნოდა, თურმე...
გუშინ საღამოს "საშინაო მეცადინეობანი" მქონდა ლექსის კითხვაში, მიყვარს, როცა მომზადებული ვარ, ე.წ. "შპარგალკაში" თვალის ერთი ჩაკვრა რომ კმარა და ლექსს არ ვკითხულობ პირდაპირი გაგებით.

საინტერესო ლექსები აქვს... მის ამ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც იყო დღეს, შესულია ყველაფერი თითქმის, რაც მას დაუწერია და რაც მასზე დაუწერიათ.

საღამო საკმაოდ თბილ და მყუდრო გარემოში წარიმართა, ამას, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ ბიბლიოთეკაში არსებულ მარო მაყაშვილის მცირე დარბაზში ვიმყოფებოდით. ხალხი ძალიან ბევრი არ იყო, მაგრამ ვინც იყო, ყველა ცნობილი და წარმოსადეგი ადამიანი, როგორც უწოდებდნენ - მთელი "ჩარეცხილი" ელიტა.

გივი სიხარულიძე ვნახე პირველად, მეგონა, რომ ტელეეკრანზე ჩანდა ასე მხნედ და ენერგიულად, მაგრამ არა და გავოცდი. ისე, ქალებისადმი "ტრფიალს" ვერ მოიშლის ეგ კაცი, 180 წლისაც რომ გახდეს, მაინც :)

მართალია, ბოლომდე არ დავსწრებივარ, ჩემი საქმე გავაკეთე და წამოვედი, მაგრამ მაინც შემძინა ბევრი დადებითი ამ საღამომ...

წინ 25 თებერვლის ღონისძიება გვაქვს და სიტყვა მაქვს იმისთვისაც მოსამზადებელი, ვნახოთ, რა იქნება...


0 comments: