• RSS

Saturday, February 23, 2013

(მე) ჟურნალისტი


გუშინდელი ღონისძიების მერე, ისევ დავრჩი ჩემს სალათისფერ ბიბლიოთეკაში და ისევ ჩამოვუარე თაროებს...

აკა მორჩილაძის "სხვა" შევიტოვე ხელში და სახლში წასვლამდე ჩავფურცლე ბოლომდე. კარგი წიგნია, თემატურადაც დალაგებულია და საერთოდ - მომწონს აკა მორჩილაძის სტილი. მითუმეტეს სასიამოვნოა, როცა წაკითხვის მერეც ფიქრობ წიგნზე, შენებური ინტერპრეტაციით. წარმოსახვის ახალი კარიბჭე გეხსნება გონებაში და მორიგი იდეები იბადებიან.

წარმოვიდგინე თავი ჩემთვის იდეალურ ჟურნალისტად. რას გავაკეთებდი, ჩაცმის როგორი სტილი მექნებოდა, რას მივაქცევდი ყურადღებას, როგორი დამოკიდებულებით ვიცხოვრებდი...

ოფისის ჟურნალისტობას სხვა ხიბლი აქვს, "მომთაბარე" ჟურნალისტი კიდე სხვაა. რატომღაც, მე მომთაბარე წარმოვსახე ფიქრებში (თუმცა, რაღა რატომღაც), უკანასკნელისთვის კი აუცილებელია, კონფორტულად გრძნობდეს თავს.

სიამოვნებით ვატარებდი ზურგჩანთას ან ცალ მხარზე გადაკიდებულს, რომელშიც ჩაეტეოდა რამდენიმე კალამი (სხვადასხვა ფირმის, იმიტომ, რომ თითოეულს განსხვავებულ დროს ვიყენებ, გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ... ძირითადად, Cello, Piano და Shnaider-ი ტრიალებს ჩემს ხელში), რამდენიმე ფანქარიც, ელექტრონულიც და გასათლელიც (საოცარი დამოკიდებულებები მაქვს საკანცელარიო ნივთებთან, მითქვამს ადრეც), დამჭირდება დიდი რვეული, გემრიელად რომ "მოიგდებ" და საწერი ტერიტორია გექნება გადაშლილი, ჯიბის ბლოკნოტიც, ნაუცბათევი იდეების ჩასანიშნად. 

მგონია, რომ სათვალე, მუქჩარჩოიანი, ჟურნალისტისთვის დამახასიათებელი ატრიბუტია. მზის სათვალეზე არ მაქვს საუბარი, მხედველობის გადაუმჯობესებლად ვამბობ. სხვანაირ იერს სძენს, სათვალიანი ჟურნალისტი ჩემთვის კლასიკაა.

ყავისფერი ტონალობების ჩაცმულობა და გამძლე ფეხსაცმელი, ბათინკის სტილში ან უფრო სადა...

ჩანთაში პირადი ჰიგიენის ნივთები, წყლის ბოთლი, სპირტნარევი ჟელე, რომლითაც ხელს გაიწმენდ (სველ სალფეტკს არ ვცნობ ამისთვის). 

ვფიქრობ, ეს არის ის გარე მხარეები, რომლითაც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი ჟურნალისტობისას. ვივლიდი აქეთ-იქით, ავედევნებოდი ხალხს, მოვყვებოდი მათი ცხოვრების შესახებ, უცნობ დეტალებზე, კონფიდენციალურად, ჩავატარებდი გამოძიებებს და სურვილის შემთხვევაში, ვიქნებოდი ანონიმური...

ისე, ალბათ, ამ ყველაფერს მაინც ბლოგზე დავწერდი და არა რომელიმე ჟურნალსა თუ გაზეთში. სწორედ იმ დიდი არეალის გამო, რაც ბლოგერს გააჩნია, არავინ გვზღუდავს, არავინ გვიწესებს ჩარჩოებს, წერ რასაც გინდა...

მართალია, ერთიორად რთულდება საქმე ბლოგერობით, თვითონვე ხარ მენეჯერი, პიარის კუთხით, მაგრამ როცა ხედავ, რამდენი ადამიანი ნახულობს შენს აზრს და საკუთარ შეხედულებებსაც გამოთქვამენ ამა თუ იმ საკითხზე, ვფიქრობ, ამაზე დიდი ბედნიერება ცოტა თუ მოიძებნება რა.

ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი იდეალი
ჟურნალისტის ჩაცმულობის
ამსახველი ფოტო ვიპოვე. ძალიან ჰგავს
ფიქრებში წარმოდგენილ ვიზუალს.

0 comments: