• RSS

Monday, February 25, 2013

ოკუპაციის დღე თსუ-ში


დიდი წვალებით ავედი N170 სამარშრუტოში, ჩავებღაუჭე ხელსაჭიდს და დავიძარი ვაკისკენ.

ეს არის დღე, რომელზეც მუდამ კოლაუ ნადირაძის "25 თებერვალი" მახსენდება და შესაბამისად, ლექსი მაკავშირებს იმ მძიმე პერიოდთან, რაც 1921 წელს მოხდა საქართველოში (ნორმალურ ადამიანებს ისტორიული მოვლენა ახსენებთ ხოლმე ლექსებს).

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მორიგი ღონისძიებაა დაგეგმილი, რადიოს საშუალებითაც გაიჟღერა სამარშრუტოში... 

მივაღწიე ჩემს თსუ-ს და ჩავედი ბიბლიოთეკაში, ისევ მარო მაყაშვილის მცირე სამკითხველო დარბაზი გვმასპინძლობდა, სხვანაირადა არც შეიძლებოდა ამ დღეს. აქ დამსწრე საზოგადოება ბატონი მალხაზ მაცაბერიძის წიგნის "უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალში" პრეზენტაციას ესწრებოდა.

საღამოს (შუა დღეს) გახსნა მე დამეკისრა, მოკლედ მოვუყევი დამსწრე აუდიტორიას, რა ხდებოდა იმ პერიოდში, გავახსენე იუნკერების ამბები და გმირობები, მათი მშობლების ემოციებზე ვესაუბრე და ბოლოს ლექსიც წავიკითხე, მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილი.

ღონისძიებაზე განიხილეს საკითხი, რომ დაიდგას მცირე მონუმენტი მაშინ გარდაცვლილი იუნკერების საპატივცემოდ... ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საბოლოო ჯამში ნოსტალგიებითა და სევდით დახუნძლული საღამო გამოვიდა.



0 comments: