• RSS

Sunday, February 17, 2013

walk with KILLA


დატვირთული პერიოდის მერე საყვარელ ადამიანს რომ შეხვდები და მთელ დღეს მასთან ერთად გაატარებ, რა ჯობს ამას?!

დღეს სწორედ ასეთი დღე მქონდა...
ორი დღით ადრე კი გადავწტვიტეთ შეხვედრა მე და ნინიმ, მაგრამ გუშინ საღამოს შევთანხმდით, სად და როდის შევხვდებოდით...

წავედით ავტობუსით კოლმეურნეობაზე და ფეხით ავუყებით თავისუფლების მოედანს...
გამახსენდა, რომ ჩემი და და დეიდაშვილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში იყვნენ იმ პერიოდში, შევედით, ვინახულეთ... :)))
ვუთხარით, რომ მაკდონალდსისკენ გვქონდა გეზი და ავუყევით რუსთაველსაც...

ბევრი ვილაპარაკეთ, კარგი ამინდიც დაგვემთხვა, მივადექით მაკდონალდს, ბევრი ხალხი იყო ძალიან, გვეეჭვებოდა, ადგილი მოგვეძებნა. ავიღეთ ორი შოკოლადის ნაყინი და ავედით მეორე სართულზე,
შესასვლელშივე შეგვხვდა მაგიდა ორი ადამიანისთვის გათვლილი და გაგვიხარდა : ))

მოვკალათდით, ხალხის თვალიერებას შევუდექით, თან ვჭორაობდით... ერთი ტიპი დადიოდა მთელ მეორე სართულზე მობილურით ხელში და ხმამაღლა ლაპარაკობდა რაღაცებს, მაგაზეც ვიცინეთ... გაივლიდა, გამოივლიდა.. :დდდ

უცებ ნინიმ თქვა: "ამათ ვის ვხედავო", უკან მივიხედე და ნანაკო, ჩემი დეიდაშვილი თემუკა, დედაჩემი და დეიდაჩემი შემრჩნენ : ))) გამიხარდა.
ადგილები მათაც მონახეს, ჩვენ ნაყინი გავიმეორეთ და ფეისბუქის სტატუსებს ვანახლებდით...
ჩემები მალე წავიდნენდა დავრჩით ჩვენ ისევ...

გადავწყვიტეთ, რომ კოლმეურნეობამდე ისევ ფეხით ჩავსულიყავით, გზაში ანის (ჩემი მეგობრის) დაბადების დღის საჩუქარი შევარჩიე, მერე ბატი-ბუტი ვიყიდეთ და ჩამოვყევით გზას...

მიყვას ბოდიალობა, მაშინ, როცა კარგი პარტნიორი მყავს... მარტოც მიყვარს, ოღონდ ყოველთვის არა, ხასიათს გააჩნია.

ეს დღე კი კარგად დასამახსოვრებელი იყო ჩვენთვის, მხიარული, მონატრებული და საინტერესო მარშრუტი გამოგვივიდა : )))

რომ გამოთბება, სიამოვნებით გავიმეორებდი კიდევ.


1 comments:

Sophie שרה Golden said...

ცუდია, ამ ბოლო დროს შენც რომ იშვიათად წერ :/ ეტყობა თსუ–ში არეული ცხრილების გამო მიატოვე ბლოგი ხო?