• RSS

Saturday, July 27, 2013

I don't understand why Alice left Wonderland


ხანდახან როგორი მარტოობას მონატრებული ადამიანი ვარ, ჩემი თავის მიკვირს ხოლმე.

ძარღვებში სისხლის გაყინვამდე მინდა, ერთი წლით ყველას გავექცე, ყველას, უკლებლივ... თან წავიყოლო 100-150 წიგნი, რომლებიც ერთი წლით დაძინების ეფექტს შემიქმნიან და ვიმყოფებოდე სრულ ლიტერატურულ კომაში... 

და როდესაც დავბრუნდები, ვიქნები ძალიან შეცვლილი, ათას ადამიანს შეხვედრილი, ძალიან ბევრგან ნამოგზაურები და სხვა თვალით მომზირალი არსება...

დაბრუნებისას იმასაც კარგად დავინახავდი, ვინ იქნებოდა ჩემი მონატრებული და ვინ არა.

ძნელია ხანდახან, გერქვას და იყო ადამიანი.


0 comments: