• RSS

Tuesday, October 8, 2013

ზაფხულის გრანდიოზული ემოციიდან დღემდე (ნაწილი I)


ძალიან მალე გადის დრო, თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ მართლაც. არადა, ერთი შეხედვით, თითქოს მიიზლაზნება და თავსაც გვაბეზრებს, თუმცა საკმარისია ჩაუფიქრდე, გაიხსენო, რა გადაგხდენია, საოცრად გენატრება ძველი დრო და ახალი სამყაროსი, რომელიც წინ უნდა გადაგეშალოს, გეშინია! (როგორც ვიტყოდი, რთული ქვესკნელწყობილი წინადადება გამომივიდა <3)

აგერ უკვე მესამე კურსი დამეწყო უნივერსიტეტში, როგორ არ მინდა... როგორ მენატრება პირველკურსელობა! ტკბილი სიახლეები... ვერ ვეგუები, რომ ვიზრდები :(

...მაგრამ, სამაგიეროდ, ოცნებების ასრულების მეტი შანსი გაქვს და საკუთარი ცოდნისა და რესურსების მეტად რეალიზების უნარი გიჩნდება.

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ჩატარებულ ბლოგერების კონკურსში მივიღე მონაწილეობა. გავთამამდი და მერე გადავწყვიტე, შემდეგ კონკურსშიც ჩავბმულიყავი... ყველა პრეზენტაციას დავსწრებოდი... ოღონდ ეს არ იყო მხოლოდ ახირება, მხოლოდ გამარჯვების სურვილი და მხოლოდ პრინციპის ამბავი... ჩემი აქტიურობა თვითონ გამომცემლობის დადებითი იმპულსებით იყო განპირობებული, ოჯახური გარემოთი, რომელიც ყველა პრეზენტაციაზე იგრძნობოდა. შემიყვარდა იქაურობა, მინდოდა, თუ რამე საქმე მექნებოდა რომელიმე გამომცემლობასთან, უპირატესობა მისთვის მიმენიჭებინა, ყოველთვის მათი წიგნებით მესარგებლა და ა.შ.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ მოვყვები ამ ზაფხულს მომხდარ ამბავს: ერთ-ერთ საიტზე სულაკაურის გამომცემლობის ვაკანტურ ადგილს წავაწყდი, 3-თვიანი სტაჟირება იყო გამოცხადებული რედაქტორის ასისტენტის თანამდებობაზე. ჯერ რამდენიმე წუთი თვალი ვერ მოვწყვიტე, წინ „მედო“ სულიერი საზრდოს კარიბჭის გასაღებების აცმა და მქონდა მხოლოდ ერთი შანსი იმისა, რომ გამეღო.
სიფრთხილე მმართებდა, შეცდომა არ უნდა დამეშვა. როგორც მჩვევია, CV-ც და სამოტივაციო წერილიც დედლაინამდე წინა ღამით გავამზადე, უფრო მობილიზებული ვარ ხოლმე თითქოს (პ.ს. მადლობა ნინო ნადიბაიძეს, რომ სტიმული მომცა და, მიუხედავად ჩემი მესამეკურსელობისა, გაგზავნა მაინც მირჩია).

გავგზავნე.
რამდენიმე შესარჩევი ეტაპი იყო, ჯერ სამოტივაციო წერილით უნდა შევეფასებინეთ, მერე ტესტი გვეწერა და, საბოლოდ, გვეტყოდნენ, გავაგრძელებდით თუ არა თანამშრომლობას. ტესტის მაინცდამაინც არ მეშინოდა, ვიცოდი, რომ შევძლებდი (მიყვარს რაღაცების გასწორება და ასე თუ ისე გამოცდილიც ვარ). მთავარი იყო ტესტამდე დაერეკათ და ასაკის სიმცირის გამო არ გადაედოთ გვერდით ჩემი სამოტივაციო წერილი...

ეშმაკუნა რომ დაგთამაშებს, ეგრე გამოვტოვე ორი ზარი გამომცემლობიდან...
ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა, „მისდ ქოლებს“ რომ დავხედე...

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მივაღწიე, ტესტიც დავწერე და ბედნიერი წამოვედი იქიდან.

...მეძინა... ტელეფონის ვიბრაციამ გამომაფხიზლასავით... 2-3 აგვისტო იყო, თუ სწორად მახსოვს. გამარჯობათო, სულაკაურის გამომცემლობიდან გირეკავთო... ტესტი წარმატებით გაიარეთ და 5-ში გასაუბრებაზე გელოდებითო...
მადლობა როგორ გადავუხადე, საერთოდ ამომივარდა გონებიდან, არადა, მახსოვს - ვთქვი.
ორი წუთით ისევ დავდე თავი ბალიშზე... თვალები მაგრად დავხუჭე, მერე რაც შემეძლო გავახილე და შემოსული ზარები ვნახე. მართლა ჰქონდათ დარეკილი...

(გაგრძელება იქნება)

2 comments:

Sophie שרה Golden said...

Nino Nadibaidze zalian kargi da yuradgebiani gogoa. Tavis droze aq gamomigzavna blogerebis wignis krebuli.
Velodebi gagrzelebas erti sulit :-*

Unknown said...

madloba, chemo sayvarelo.