• RSS

Monday, November 11, 2013

ზაფხულის გრანდიოზული ემოციიდან დღემდე (ნაწილი III)

ნაწილი I
ნაწილი II


   ბევრი რამ მოხდა ამ თვე-ნახევრის განმავლობაში გამომცემლობაში, ბევრი კარგი და უსიამოვნოც - ბავშვების მოკლების გამო. 
     ამ ეტაპისთვის ხუთნიღა ვართ დარჩენილები: მე, ნინა, დოდოჩი, მარიამი და ქეთი.

     რომ ვიხსენებ სექტემბრის პერიოდის ამბებს, მეღიმება. საოცრად გაზრდილები ვართ ახლა პროფესიული თვალსაზრისით, აღარ ვიბნებით, როცა რამეს გვავალებენ. ასე თუ ისე - Adobe Indesign-იც დავამუღამეთ, ერთმანეთისგან ვარჩევთ ე.წ. „ქო-ედიშენ“-სა და ჩვეულებრივ, ჩვენს დაკაბადონებულ წიგნებს. უკეთ ვიცნობთ თანამშრომლებს და ვიცით, როცა რაღაც დაგვჭირდება, ვის რაზე უნდა მივმართოთ...




ბუფეტის შესასვლელი - კითხვისგან დარეტიანებულები
მინას რომ არ შევასკდეთ, ალბათ <3 


ვსწავლობთ Indesign-ს
   მიყვარს იქაურობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ დღეს უნივერსიტეტიდან მიწევს გამომცემლობაში მიჩერჩეტება, მინიმუმ ერთი წიგნის რედაქტირება, მაინც არ ვიღლები, პირიქით - ეს საქმე შინაგანად მამშვიდებს და სულის პატარა ნირვანაა ჩემთვის...
მარიამი და დოდოჩი თავგამოდებით შრომობენ )) 

   ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულება, როცა მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ, შინაგანი იმპულსების საფუძველზე - შეცდომები თავისით „მესწორინება“ და ეს ყველაფერი კი საქმეში მეთვლება მერე.

ენციკლოპედიების აწყობის პრინციპს ვეცნობით
     ამ პოსტის დაწერა ცოტა გამიგრძელდა, ორ-სამ წინადადებას დავწერდი, შევინახავდი „draft“-ებში, მერე შემოვიდოდი ხელმეორედ, არ მომეწონებოდა - ვწერდი თავიდან. არც ახლა გამოირჩევა ეს რამით, მაგრამ მეტი აღარ ვაცადე, საბოლოოდ დამარტყა თავში და ვაქვეყნებ!

P.S. ნოემბრის ბოლო ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის.
        სამთვიანი სტაჟირების პროგრამის ვადები იწურება... რა იქნება, ვნახოთ...

თინა და ბაკური - იმედია, არავინ გამიწყრება ამ
ფოტოს დადებისთვის... :)  

0 comments: