• RSS

Monday, December 31, 2012

წლის შემაჯამებელი პოსტი


ძალიან ბანალური გახდა წლის შემაჯამებელი პოსტების წერა, თუმცა, ბლოგერებისთვის ეს ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა და ძალიან მომწონს. 

ვფიქრობ, შესანიშნავი საშუალებაა, რომ გადავხედო, როგორი იყო, რას ვაკეთებდი შარშან და რა უნდა გავითვალისწინო მომავალ წელს, რომ გამოვსწორდე <3 

ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა 2012-მა. 

იანვარში სემესტრს ვამთავრებდით უნივერსიტეტში და საინტერესო არაფერი მახსოვს.
ბლოგზე "მეკვლე" მყავდა და საკმაო წარმატებაც მომიტანა <3 ჩემი ნუციკო <3 
(წელსაც მეყოლება მეკვლე ^_^)


თებერვლის დასაწყისში გამოცდები გვქონდა, ფინალური... მაგრამ გართობაც მოვასწარით, ჩემი აწ უკვე ყოფილი კურსელის დაბადების დღე იყო, ანისი და იქ ვიყავით თითქმის ყველანი : )) კარგი დღე იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა და საშინელი დისკომფორტი მქონდა... მაგრამ მაინც კარგი იყო : )



არდადეგები რომ მოახლოვდა, შევუდექი წანწალს. ჯერ მამაჩემის სამსახურში ვიყავი... მერე ერთ-ერთ სავიზიტო ობიექტად ანრი შევარჩიეთ მე და თათიამ, ავდექით და წავედით გაუფრთხილებლად... მოულოდნელი კი იყო ამ ჩვენი მონატრებული ანრისთვის ჩვენი ნახვა. ვილაპარაკეთ, ვიმაიმუნეთ და წამოვედით მერე მე და ჩემი თათიკო <3

25 თებერვალი
მარტი საოცარი იყო :) 2011-ში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ ჩატარებული ბლოგერების კონკურსის დაჯილდოვება გაიმართა და ჩემი კუთვნილი პრიზი უკვე ჩემთან იყო <3 


გარდა ამისა, ჩემი პატარა ნათლული მოევლინა დედამიწას : ) ჩემი ბარბარე... 

                                       

მე ჩემი უნის გოგოებთან ერთად ჩვეულ ამპლუაში დავდიოდი აქეთ-იქით... პირველად ვიყავი პიცერია "Di Roma"-ში და საკმაოდ კმაყოფილიც წამოვედი იქიდან.



აპრილში მორიგი წარმატება მოფრინდა ჩემთან... ისევ ბლოგერების კონკურსიდან. ტრენინგებს დავესწარი და პოსტი დავწერე ცე-ჰეპატიტზე, რომელიც პირველ ადგილზე გავიდა <3 
თვის ბოლოს შუალედური წერები დაგვეწყო და ჩვენც გავაჩაღეთ მზადება.


მაისში დიდი გოგო გავხდი, მთელი 19 წლის : )) და ჩემთვის საყვარელი ადამიანები შემოვიკრიბე გარშემო.. : )) ერთი აკლდა მარტო, არა, ორი : ))) 



ივნისიც და ივლისიც ტვინის ბურღვა იყო... ისევ გამოცდები. როგორ მაღიზიანებს ეს სიტყვა :შ 
სამაგიეროდ, აგვისტო იყო შრომატევადი... 
ზაფხულის სამუშაოებზე დავიწყე მუშაობა და მთელი თვე საბავშვო ბაღში გავატარე. 

სექტემბერში სერიოზული ჩავარდნა მქონდა ბლოგის თვალსაზრისით, მაგრამ მაინც ვაქტიურობდი... დედაჩემის დაბადების დღეზეც კი ტრენინგზე ვიმყოფებოდი და ასეთი სერტიფიკატით დავბრუნდი სახლში:


საქართველოში ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ჩამოვიდა და ჩემზე ბედნიერი ადამიანი მეორე არ დადიოდა... მაგრამ მაინც პატრიოტულ მოტივებზე ჩავატარე მთელი მატჩი და ხმაჩახლეჩილი დავბრუნდი სახლში ნანაკოსთან და მამაჩემთან ერთად.

11.09.2012

მერე დაიწყო საგნების ხელახალი არჩევები და ოქტომბერში ისევ გაუთავებელი ქსეროქსი ... სამაგიეროდ, კანარიო რის კანარიოა, რამე განსხვავებული რომ არ ჩაიდინოს... სტუდენტებს თუ 6 და 7 საგანი ჰქონდათ არჩეული, მე 5 საგანს დავჯერდი იმ არგუმენტით, რომ გაზაფხულზე გავივლი 7-ს, თუმცა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩემი ეს "კაპრიზი" მშვიდობიანად ჩაივლის და ცხვირს არ წავიმტვრევ... :/ 

21 ოქტომბერს ბარბარე მოვნათლე და უფრო სულ ჩემი გოგო გახდა <3


ნოემბერში პატარა გასეირნება გვქონდა უნის ეზოში მე, გიოს და თათიას... 



მანამდე პატარა სიხარულები იყო ჩემს ცხოვრებაში და თვის ბოლოს ბლოგერული გააქტიურება. 
უკანასკნელ პროექტებზე ამ პოსტის ქვევით წაიკითხავთ ყველაფერს. <3


2013 წლის მოსვლას 10 წუთი აკლია.
გილოცავთ, ყველაფერ კარგს გისურვებთ, ხვავს, ბარაქას და ბევრ წარმატებას! 

მიყვარხართ,

მარად თქვენი
კანარიო!!! 

2 comments:

marimga said...

ჩემო საყვარელო <3!
გილოცავ! :*
წარმატებული წელი ყოფილიყოს <3

Unknown said...

გაიხარე, სიცოცხლე :*
შენთვისაც!